ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, თებერვლიდან ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნა იგეგმება.
"დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის აერიპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, თებერვლიდან გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს". - თქვა მან.
საქართველოს ცა 2020 წლის გაზაფხულზე 18 მარტს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აიკრძალა. მას შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენა რამდენჯერმე გადაიდო. სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები. ნოემბრიდან რეგულარული ფრენები 14 მიმართულებით აღდგა, ავიაციის სააგენტომ კი ავიაკომპანიებს ამ მიმართულებებზე რეგულარული ფრენის უფლება მისცა. თუმცა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ საქართველო, ეპიდვითარების გაუარესების გამო წითელ ზონად გამოაცხადა, რის გამოც არაერთი ფრენა გაუქმდა.